საჭიროა კბილების ყოველი გახეხვისას გაიკეთოთ ღრძილების მცირეხნიანი მასაჟი. ღრძილების მასაჟი არის მარტივი და იდეალური საშუალება, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს სხვადასხვა სახის დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ის აქრობს შეშუპებას, აუმჯობესებს ცვლის პროცესებსა და სისხლის მიმოქცევას. ეს ყველაფერი, ამავდროულად, აჯანსაღებს კბილებსაც. სწორად შესრულებული მასაჟი ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის გადინებას, რის შედეგადაც იკურნება ღრძილებიდან სისხლდენა.
↧